“თუ მოხდა ის, რაზეც საუბრობენ, რომ ვიღაცა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კორუფციულ სქმეაში ჩაერთო და ეს დადგინდა, ის კონკრეტული ადამიანი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით. მაგრამ, მე ნამდვილად არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდა. ვიცნობ მას მეტ-ნაკლებად, ამდენი წელია ვუყურებ და გამოვრიცხავ, რომ ის კორუფციულ გარიგებაში შევიდა.
მაგრამ მისი პასუხისმგებლობა ნამდვილად არის, რომ რას აწერ ხელს, უნდა იცოდე. ორი აზრი არ არის, რომ უნდა იცოდეს იმ გადაწყვეტილების შინაარსი თანამდებობის პირმა, რასაც ის ხელს აწერს და ვერ იტყვის, რომ ეს არ იცოდა. ის, რომ პრეზიდენტი გულგრილად თუ ზედაპირულად მოეპყრა, დანაშაულზე ვერ ვილაპარაკებთ, სხვა საკითხია ვინ როგორ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებულების გარდა ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით მსჯავრდებულებიც შეიწყალა. საუბარია ამ დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ორ პირზე.