საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე, გაცვალეს აზრები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.
შეხვედრის ორგანიზატორი შვეიცარიული მხარე იყო, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შუამავალს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების პირველი პირების შეხვედრა პირველად შედგა.