ბატონო, ვანო, თქვენი თაობის ახალგაზრდა კაცისთვის ეს საბჭოთა მეთოდები არ არის მაინც და მაინც…”,- ასე მიმართა ჟურნალისტმა, გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, “ქართული ოცნების” წევრს, დეპუტატს ვანო ზარდიაშვილს გადაცემაში, სადაც მან ეკა ბესელიას მიმართ სიბიექტურს სოლიდარობაში დადანაშაულა.
ვანო ზარდიაშვილი: თქვენ თუ იცით, რომ თქვენი ტელეკომპანიის შვილი, იურიდიულ კომიტეტში დაასაქმა ეკა ბესელიამ, იცით ეს?
ინგა გრიგოლია: ვერ გავიგე, ვინ ვინ დაასაქმა?
ვანო ზარდიაშვილი: თქვენი კომპანიის ხელმძღვანელის რძალი, დაასაქმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.
ინგა გრიგოლია: კომპანიის ხელმძღვანელის რძალი არის მაღალი ხარისხის იურიდიული განათლებით თუ ამაზე საუბრობთ, ძალიან სასაცილოა. არც ვიცი სად მუშაობს ჩემი ტელეკომპანიის მფლობელის რძალი, თუ ფიქრობთ, იმის გამო რომ ჩემი ტელეკომპანიის მფლობელი რძალი, იურისტი, შეიძლება მშაობდეს სადმე და ამიტომ მე ეკა ბესელიას მიმართ ვარ სუბიექტური, ძალიან სასაცილოა.
ვანო ზარდიაშვილი: მეც ვარ სოლიდარული ეკა ბესელიას მიმართ.
ინგა გრიგლია: ეკა ბესელია გახდა მსხვერპლი პირადი ცხოვრების კადრების შანტაჟით, არაერთხელ გაუვრცელეს!
ვანო ზარდიაშვილი: მარტო თქვენ ხომ არ გესაუბრებით, საზოგადოებასაც ვესაუბრები.
ინგა გრიგოლია: ძალიან სასაცილო იყო რძალთან დაკაირებთ გაკეთებული განცხადება. იცით როგორი საბჭოთა მეთოდია ასეთი კითხვების დასმა? ისეთივე, როგორც ბევრი სხვა რამ.
ვანო ზარდიაშვილი: რაც შეეხება სოლიდარობას ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშრირებით, მეც თქვენსავით სოლიდარული ვარ. რატომ მაყენებთ მაგ საკითხიდან განყენებულად?!
ინგა გრიგოლია: უნდა დავასრულოთბატონო, ვანო, თქვენი თაობის ახალგაზრდა კაცისთვის, ეს საბჭოთა მეთოდები არ არის მაინც და მაინც…