ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს. მათ ბრალი 178-ე, ძარცვის მუხლით აქვთ წაყენებული. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.
ცნობისთვი, 23 სექტმებრეს, ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.