კიბიდან მასწავლებლის დაგორების შესახებ, საზოგადოებაში კითხვები კვლავ გააჩინა. მანამდე არასრულწლოვანთა მხრიდან გახშირებული ქურდობები არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი.
ნაწილი ამბობს, რომ არასრულწლოვანთა ლიბერალიზებული კოდექსი დაუსჯელობის სინდრომს იწვევს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ პატარა ასაკში მოზარდები შესაძლო რისკებს ვერ აცნობიერებენ.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, სრულწლოვანებამდე რა სასჯელის ზომები არსებობს და სახელმწიფო როგორ „უმკლავდება“ პატარა დამნაშავეებს.
ამ კითხვებზე პასუხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში დეტალურადაა გაწერილი.
მსუბუქი დანაშაულის შემთხვევაში, 14 წლამდე დამნაშავე მოზარდებს გამომძიებლები მოწმის სტატუსით გამოკითხავენ. 14-დან 16 წლამდე გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაგალითად: მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა, სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა და ა.შ. 16-დან 18 წლამდე მოზარდებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
რაც შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, თუ საქმე სასამართლოს გადაეცემა, 14 წლამდე მოზარდმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიც რომ ჩაიდინოს, არ ისჯება და მის მიმართ არანაირი სანქცია არ მოქმედებს. 14-16 წლის არასრულწლოვნის შემთხვევაში კი, სასამართლო სასჯელის ზომად 10 წელზე მეტს ვერ მიუსჯის. 16-18 წლის პირს კი - 12 წელზე მეტს.
პრაიმტაიმი.