არსებული ინფორმაციით, ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა 36 წლის მამაკაცმა, ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში თავი მოიკლა. მისი გარდაცვალების ფაქტს სოფელ ჯუმში მერის წარმომადგენელი ზურაბ ფაჟავა ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით საკუთარ ძმას, 34 წლის მამაკაცს ორი დღის წინ მიაყენა. ბრალდებული სამართალდამცავებმა დააკვეს. 30 სექტემბერს ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.