საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის ილია-II გია ყანჩელისადმი სამძიმრის წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპოზიტორი არა მხოლოდ საქართველოს დანაკარგი, არამედ მთელი მსოფლიოს დანაკარგია.
„ბატონ გია ყანჩელს დღეს მარტო ჩვენი ქვეყანა არ ეთხოვება. მან მთელ კულტურულ კაცობრიობას გააცნო და შეაყვარა ქართული სული, ქართული მუსიკალური აზროვნება. მისი სიმფონიური და კამერული ნაწარმოებები, მათ შორის: „საგალობლები", „ლიტურგია", „ლოცვები", „სტიქსი", „სევდა ნათელი"... საესტრადო სიმღერები, თეატრისა და კინომუსიკა აგრესიიტა და ძალადობით სავსე ჩვენს დროში სულიერებით განმსჭვალავს მსმენელს და სიმშვიდითა და სითბოთი ავსებს.
შევთხოვ ღმერთ, ამ დიდი შემოქმედის უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ჩვენს ქვეყანას მოანიჭოს თვისი მადლი, რომლის ძიებაც იყო ბატონ გია ყანჩელის შემოქმედება" - წერია წერილში.