ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ქალაქ გორის შესასვლელთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მამაკაცი შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე
ავარიის შედეგად მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა, ამ წუთებში კი სრულად აღდგენილია.