ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:
„მე მგონია, რომ 4-ზე მეტ ადამიანს უნდა ჰქონოდა დაზარალებულის სტატუსი, ამიტომ მე სერიოზული კითხვის ნიშნები მიჩნდება. მიჩნდება, რა თქმა უნდა, იმ გოგონასთან დაკავშირებით, რომელმაც თვალი დაკარგა და საოცარია, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს. რატომ არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს და კიდევ სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩემი შეხედულებით შეიძლება იყვნენ დაზარალებულები, ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გაგვცეს"- თქვა კილაძემ