ყოველთვის, როდესაც ჟენევაში ჩამოვდივართ, ახალი დინამიკის და იმის იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც მოვახერხებთ რაიმე საკითხის დაძვრას. ბოლო დროს, ჟენევის დისკუსიები წრეზე სირბილს დაემსგავსა და გვსურს იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად მაინც მოვახერხებთ რაიმეს გაკეთებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის წინ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა, რომ შეაფასოს სიტუაცია და ახალი ხედვით განსაზღვროს, სად არის კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობა. რუდენკოს განცხადებით, იმედი აქვს, რომ საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთის“ „სასაზღვრო“ რაიონში დეესკალაციას მაინც მიაღწევენ. რუსმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ჟენევის ფორმატი ერთადერთი სივრცეა, სადაც მხარეები უსაფრთხოების საკითხებზე საუბრობენ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება ექვსპუნქტიანი გეგმის ყველა პუნქტთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ანდრეი რუდენკო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პირველად მონაწილეობს. მანამდე რუსული მხრიდან ჟენევის ფორმატში გრიგორი კარასინი მონაწილეობდა.