მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა.
უწყების ცნობით, საბჭომ განხილვის შემდეგ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ე.წ. სამაჯურით გაათავისუფლა. მუსიკოსი 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა.
მიხაილო თოდუამ ციხეში ყოფნის პერიოდში რამდენიმე მუსიკალური ალბომი გამოუშვა.