თბილისისთვის საცობი ჩვეულებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით ვაკისკენ მიმავალ გზაზე. შესაძლოა, სხვა გზებზე უფრო რთული ვითარებაა, მაგრამ ვინაიდან, ვაკის მიმართულებით მიწევს მოძრაობა, მხოლოდ ჩემს გზაზე ვილაპარაკებ. დღეს ჩვეულზე მეტ დროს დავყავი საცობში და ადგილზე მისულმა გავაცნობიერე რამდენი რამ მოვასწარი. მინდა თქვენც გაგიზიაროთ:
ყველაზე ხშირად, რასაც ადამიანები ასეთ დროს აკეთებენ: უსმენენ მუსიკას, ნერვულად ათამაშებენ თითებს საჭეზე, ასიგნალებენ ხშირად...
თურმე ამ რუტინული და ნერვების მომშლელი საცობი შესაძლოა ნაყოფიერიც კი იყოს იმ საქმეების მოსაგვარებლად, რომელიც საქმეში გართულს გავიწყდება, ან საერთოდ ვერ იცლი.
მაგალითად: დაგეგმეთ და გაანალიზეთ მომდევნო დღეები. გადაავლეთ გონებაში შესასრულებელი საქმეები და დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით.
საუკეთესო ვარიანტია დაურეკოთ და მოიკითხოთ ისეთი ახლობელი, რომელიც გენატრებათ, მაგრამ ვერა და ვერ მოიცალეთ მასთან სტუმრად მისასვლელად. თანაც თუ ამას დილით გააკეთებთ, ეს ორმაგ პოზიტივს მოგგვრით თქვენ და იმ ადამიანს, ვისაც მოიკითხავთ, ვინაიდან დილის პოზიტივი მთელი დღის განწყობაა.
საცობში ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ აუდიო წიგნებს.
მოაწესრიგეთ მანქანის სალონი. არასაჭირო ნივთები მოათავსეთ ცელოფანში. თუ სველი ერთჯერადი ქაღალდი გაქვთ მისი საშუალებით გადაწმინდეთ მტვერი.
თუ გაქვთ პლანშეტი და სმარტფონი გადმოწერეთ მასში ჭადრაკი, კროსვორდის აპლიკაციები
ეს დრო შეგიძლიათ საქმიანი და მნიშვნელოვანი ზარებისთვის გამოიყენოთ.
ავტომობილში იქონიეთ ბლოკნოტი და ჩაწერეთ პოზიტიური ფრაზები, როგორი გინდათ იყოს დღე. ის ზუსტად ისე დასრულდება, როგორც დილით წარმოიდგინეთ.
მთავარია ძალიან არ გაერთოთ და აკონტროლოთ გზა!
პ.ს. მერწმუნეთ, ამ ყველაფერის ნახევარზე მეტს თამარაშვილიდან ვაკეში გასვლამდე მოასწრებთ.
ბედნიერი მგზავრობა თქვენ!