ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სამინისტროების გაერთიანებით 6 მილიონი ლარი დაიზოგა.
მისი თქმით, ამ თანხის დაზოგვა მოხდა სამინისტროების აპარატების ხარჯზე.
„სამინისტროების გაერთიანებით დაახლოებით 6 მილიონი ლარი დავზოგეთ. ჩვენ სამინისტროების გაერთიანება არ გაგვიკეთებია რაიმეს გაუქმების ხარჯზე. ფუნქციები გაერთიანდა და მხოლოდ სამინისტროების აპარატებში მოხდა ამ 6 მილიონის დაზოგვა“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.