რუსეთში სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო პირები ჩაცხრილა. შედეგად, 8 ადგილზევე დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
სააგენტო ტასის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 2 ოფიცერი და 6 კონტრაქტორი ჯარისკაცია. უწყების ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.