„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცილაია მეუფე იაკობის მიერ ტვ პირველის ეთერში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„დიდი ალბათობით მთვრალი, "მეუფე" იაკობი, გაბრაზებულზე ერთვება ტვ პირველის ეთერში და ამბობს, რომ ხელისუფლება პირდაპირ დაინტერესებული იყო მომავალი პატრიარქის არჩევით (უფრო მეტიც ახორციელებდა მოქმედებებს)... ამაში გარკვეული ფორმით ჩართული იყვნენ გავლენიანი ეპისკოპოსები(შორენას ოქროს თევზები)... ასევე იაკობი საუბრობს თუ როგორი არაფორმალური გავლენების მატარებელი და დამლაგებელია ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის... ხაზს უსვამს მის კავშირებს სპეცსამსახურებთან(მათ შორის იმ ნაწილში, რომ აქვს რიგი კომპრომატები). უპირისპირდება ყველას გარდა სუსის ყოფილი უფროსისა (ამასაც თავისი მიზეზები აქვს)...
ახლა ისმის კითხვა, როცა ლამის სამი წელი ხაზგასმით ვამბობდი, რომ დეკანოზის დაკავებით გაანეიტრალეს მეუფე დიმიტრის ფლანგი (რომელიც პიროვნულად ძალიან სუსტი აღმოჩნდა და ვერ დაიცვა საკუთარი ფრთა, უდანაშაულო ადამიანი და ეკლესიის ინტერესები), ხოლო ციანიდის საქმე იყო დადგმული სპექტაკლი (ლამის ყველა ეთერში ამ ფრაზას ვიმეორებდი) და რეალურად მოხდა ისე, რომ შორენამ (რუსეთის საპატრიარქოს/სპეცსამსახურების მონაწილეობით) გაანეიტრალა ყველა ის ფრთა, რომელსაც თეორიულად შესაძლოა პრეტენზია ქონოდა პატრიარქობაზე ან ხელი შეეშალა მისთვის სასურველი კანდიდატის არჩევისთვის. ამაში მონაწილეობდა მაშინდელი სუსის უფროსის მოადგილე და ასევე ხელისუფლების რიგი გავლენიანი პირები(სამწუხაროდ პრემიერი კვირიკაშვილი ამ საქმეში უკანონობისკენ მიმავალ დინებას მიყვა-გაიხსენეთი თუნდაც მისი შეხვედრა ღამით მეუფე დიმიტრისთან და დიმიტრის მიერ 2-3 დღეში მიცემული გულისამრევი ჩვენება). ამ ყველაფერში კი დეკანოზი მამალაძე იყო პირი, რომლითაც ერთის მხრივ გაანეიტრალებდნენ მეუფე დიმიტრის (მთავარი კონკურენტი შორენას და რუსეთის მიერ შერჩეული პატრიარქობის კანდიდატისთვის) და ასევე დეკანოზის მიერ ჩატარებული მოკვლევები კორუფციასთან დაკავშირებით იყო ხელის შემშლელი შორენას ფრთისთვის. რაც შეეხება იაკობს, იაკობს ირიბად შეპირდნენ მომავალი პატრიარქობა, არბენინეს, გააკეთებინეს საქმეები და შემდეგ როგორც დაგეგმილი იყო ის გადააგდეს ხელისუფლებამაც და შორენამაც(რადგან ბევრი მიზეზის გამო არ აწყობთ იაკობის პატრიარქობა), ამაზე გაბრაზებული იაკობი კი კიდევ უფრო არაადეკვატური ხდება და კი ხედავთ რა დღეშია ბოლო პერიოდი...
p.s შეგიძლიათ იაკობის დედის ტრაკის გინებას ყველამ ამინ დაუწეროთ და ხელზე ეამბოროთ, ხოლო მე და ციანიდის საქმის ადვოკატები ეკლესიის მტრად გამოგვაცხადოთ. (აი იმ ეკლესიის რომლის სახეცაა ეგ იაკობი, ის შორენა და მისი ე.წ. ოქროს თევზები“.