ტვ პირველმა „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისგან წერილი მიიღო.
წერილის სრულ შინაარსს დეკანოზის თხოვნით ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, თუმცა წერილის ნაწილი პირდაპირ ეთერში წაიკითხეს.
“გავრცელდა პროკურორის მამხილებელი წერილი [სალომე აიდეიშვილის FB სტატუსი, რაზეც პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო], ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პროკურატურის მიერ დაკვეთილი საქმეების შეკერვა, რასაც მე 2017 წლის მერე გავიძახი.
სწორედ საქმეების შემკერავი პროკურორი გადაჰგყავთ ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. პროკურატურა მე არარსებული დანაშაულის აღიარებას მთხოვდა და ორი წელი და რვა თვეა, ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ” – ნათქვამია წერილში.
დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა.