მუხიანის გადასახვევთან ერთმნანეთს 7 ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მოხუცი ქალი ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაახლოებით 3 ადამიანია დაშავებული. ერთ-ერთი დაზიანებული ავტომობილი კი ყვითელი სამარშრუტო ტაქსია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.