ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს.
უნალექო ამინდები სულ მცირე, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ხვალ დღისით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 10-15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რაც შეეხება, თბილისს, ხვალ მაქსიმალური ტემპერატურა 13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 4 გრადუსი იქნება.