მე არ ვიცნობ პიროვნება მეუფე პეტრეს, მე ვიცნობ მოქალაქე პაატა ცაავას,- ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მისი თქმით, „თვითმარქვია თეოლოგები“ კანონიკურ სამართალს ამახინჯებენ.
„ვიღაც თვითმარქვია, თუ ვიღაც თეოლოგების სულელურ განცხადებეზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არის სისულელე. მე იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, რომლებმაც ელემენტარულად მართვა-გამგეობის დებულება და კანონიკური სამართალი არ იციან, ან იციან და შეგნებულად ამახინჯებენ“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.