წყალტუბოში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.