სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ და დაკავებული პაატა მაჭარაშვილი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ასევე გათვალისწინებულ იქნა, მაჭარაშვილის თანასოფლელების მიერ მისი გათავისუფლების მითხოვნით შეგროვილი 800 ხელმოწერაც.
ცნობისათვის შემთხვევა სოფელ ბოდბეში 1 ნოემბერს მოხდა. მხარეებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას სანადირო თოფიდან გასროლა მოჰყვა,რა დრსაც 31 წლის კობა თარაშვილი მხარის მიდამოში დაიჭრა.