გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი მომხრეების კინოთეატრებში ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას არ დაუშვებენ. მისი თქმით, ისინი კინოთეატრების შენობების პიკეტირებას მოახდენენ.
"ჩვენ გვეხება ბავშვთა დაცვა, როცა გადის სიბინძურე და ამის პროპაგანდა , უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები. ჩვენ პრაიდის შემდეგ კიდევ გვიწევს ხელში ავიღოთ სახელმწიფოს ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი შვილები და აღვასრულოთ კანონი. ჩვენი სახელმწიფო მძევალია, ექვემდებარება სოდომისტურ ძალებს, მაფიას, რადგან თავის კინოთეატრებში, თავის შვილების გასარყვნელ სიბინძურეს მწვანე შუქი აუნთო, ბილეთები გაყიდა.
საელჩოებო მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მიიღონ ამ ბაკქანალიაში მონაწილეობა და სახელმწიფო დუმს. ამიტომ, ქართველ ხალხს აქვს უფლება დაიცვას წესრიგი, კანონის დაცვით, მაგრამ ფიზიკური ხელის შეშლით. შეიძლება ჩვენ დარბაზი დავიკავოთ წინასწარ, შეიძლება გავაკეთოთ პიკეტირება, მაგრამ ჩვენ ამ სამი დღის განმავლობაში არ უნდა შევუშვათ, არცერთ ამ საშინელების ჩვენება. ეს ფილმი ოსკარს მიიღებს, თუ კიდევ ბევრ რამეს, იმიტომ, რომ არის მაფია, არა იმიტომ, რომ კარგი რეჟისორია ლევან აკინი, იმიტომ, რომ ფილმი ეხება სიბილწეს,გარყვნილებას. მადლობა მინდა, ვუთხრა ნინო სუხიშვილს, რომელმაც უარი თქვა ამ სიბინძურეში მონაწილეობაზე" - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.
ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ თუ კი პოლიცია ეცდება, რომ მას და მის მომხრეებს ხელი შეუშალოს, თავადაც ანალოგიურად მოიქცევიან.