პარლამენტის შენობის წინ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები არიან.
მოძრაობის ორგანიზატორების განცხადებით, ხალხის მობილიზიბეაა საჭირო, რომ მმართველმა გუნდმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაზე უარი არ თქვას.
აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.