ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.