ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი რევაზ არველაძე თანაგუნდელების მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.
დეპუტატს მიაჩნია, რომ თანაგუნდელებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
„მიმაჩნია, რომ არასწორად მოიქცნენ როდესაც წავიდნენ. იცით რა არის ? თუ რაღაცა პრობლემები ხდება გუნდში, ბოდიში უნდა ვთქვა, თუ ვარგისი ხარ იმ გუნდიდან არ უნდა წახვიდე“, - აღნიშნა არველაძე.
ცნობისთვის, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე დეპუტატებმა თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილი უმრავლესობა დატოვეს.