ყველა საპროტესტო აქცია, რასაც ვაკვირდებით, რამდენადაც აპარტიული და სამოქალაქო სულისკვეთებითაც არ უნდა იწყებოდეს ის, საბოლოოდ ისე ვითარდება, რომ მის სათავეში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დგებიან. ასე იყო ოც ივნისს, როდესაც საბოლოოდ ისევ ნაციონალური მოძრაობა მოექცა აქციის სათავეში და დაიწყო პარლამენტზე შტურმი, ასე იყო ახლაც, როდესაც დაიდგა კარვები და მოხდა პარლამენტის პიკეტირება”,- ამის შესახებ ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში საუბრობს.
მისი თქმით, შემზარავი და გულისამრევია, როგორ სკანდირებენ აქციაზე შეკრებილები ,, მიშა-მიშას პარლამენტის წინ და როგორ ხავის დუჟმორეული უგულავა ტრიბუნიდან და როგორ ცეკვავს აქციის ნაწილი ბელადის ჰიმნზე მიშა მაგარია.
,,მესმის იმ თაობის, რომლებიც ძალიან პატარები იყვნენ იმისთვის, რომ ორგანული მგრძნობელობა ან მეხსიერება გააჩნდეთ 2012 წლამდე ქვეყანაში არსბეული მდგომარეობის მიმართ, მაგრამ თქვენც გაქვთ ვალდებულება, რომ გაეცნოთ უახლეს წარსულს, ინდივიდუალურ მეხსიერებას კოლექტიურიდანაც შემატოთ ფაქტები, გამოარკვიოთ ვინ არიან ის ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას ლამობენ. ყველა საპროტესტო აქცია, რასაც ვაკვირდებით, რამდენადაც აპარტიული და სამოქალაქო სულისკვეთებითაც არ უნდა იწყებოდეს ის, საბოლოოდ ისე ვითარდება, რომ მის სათავეში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დგებიან. ასე იყო ოც ივნისს, როდესაც საბოლოოდ ისევ ნაციონალური მოძრაობა მოექცა აქციის სათავეში და დაიწყო პარლამენტზე შტურმი, ასე იყო ახლაც, როდესაც დაიდგა კარვები და მოხდა პარლამენტის პიკეტირება. მათთვის ვისაც გვახსოვს, შემზარავი და გულისამრევი საყურებელია როგორ სკანდირებენ აქციაზე შეკრებილები მიშა-მიშას პარლამენტის წინ, როგორ ხავის დუჟმორეული უგულავა ტრიბუნიდან და იმუქრება მედიაეთერებში, როგორ ცეკვავს აქციის ნაწილი ბელადის ჰიმნზე მიშა მაგარია. ჩემი არაერთი მეგობარი თუ კარგი ნაცნობი დადის აქციებზე, რომელიც ვიცი რომ არ არის მიშისტი და რეალურად ხელისუფლებაზე განაწყენებული უერთდება პროტესტს, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს არ არის ნაცების პროტესტი, თვალებში ნაცრის შეყრაა, ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფაა, ვისაც ახსოვს. აქცია, რომელზეც მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი არჩვენები და რომელსაც სათავეში უდგას ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მათი აქციაა, მათი მხარდაჭერაა”,- აცხადებს ბაჩო ოდიშარია
ვიდეობლოგის ავტორი მიიჩნევს, რომ იმის თქმა, არც ოპოზიცია მომწონს, არც ხელისუფლება, უბრალოდ პროტესტს გამოვხატავ, მინიმუმ თავის მოტყუება და გრიგოლ ვაშაძის, უგულავას, ბოკერიას აქციაზე, ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დგომით მათი გაძლიერებაა.
,,გამოდის შენ მიშას დაბრუნებას ახმარ შენს ენერგიას და ჯანს. შენ შეიძლება არ გახსოვს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს. როდესაც თვლი, რომ იბრძვი სამართლიანობისთვის, უსამართლობის მთავარ აგენტებთან ერთად არ უნდა აკეთებდე ამას. იმ პოლიტიკურ ჯგუფთან და ინდივიდებთან ერთად არ უნდა იბრძოდე, ვინც ყველა დემოკრატიული პრინციპი ფეხქვეშ გათელა როდესაც ძალაუფლება ქონდა, ვინც ყველა ჰუმანური პრინციპები უარყო და მძიმედ შელახა. 2003 წელსაც, რისი განმეორების ფარსსაც ვაკვირდებით დღეს ნაცებისგან, მათი ლოზუნგები და რიტორიკა დემოკრატიის შენებას, ხალხზე ზრუნვას გვპირდებოდა, თუმცა საბოლოოდ, ძალამ, რომელიც თავისუფლების სახელით მოვიდა, ყველანაირი თავისუფლება შეზღუდა, რაც მათ მცირედ დისკომფორტს უქმნიდა. მაშინაც ერთად გაჰყვიროდნენ მაღალ იდეალებზე ბოკერია და ლაშა ჩხარტიშვილი, დღესაც იდენტურ სურათს ვხედავთ. მაშინაც დაძრწოდა კმარა და თავისუფლების ინსტიტუტი, ახლაც ამოქექეს ეს ორი ნაფტალინიდან და იგივეს აკეთებენ, პლუს დაუმატეს კმარას ახალი პატენტები, ადიბასის საკოლექციო ხაზი სახელწოდებით შეცვალე და სხვა სააკაშვილის ახალგაზრდული ფრთის დანაყოფები.არ გამოდის ნეიტრალური პოზიციიდან ნაცების მხარში დგომა”, - ამბობს ბაჩო ოდიშარია
ბაჩო ოდიშარია პოზიტიური ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს და ამ ცვლილებების ერთადედ გარანტიად ისტორიაში ჩაღრმავებას და დაშვებული შეცდომების არგანმეორებას მიიჩნევს.
,,პოზიტიური ცვლილებები გვჭირდება, თან აუცილებლად, პოზიტიური ცვლილებების ერთ-ერთი გარანტია კი საკუთარ ისტორიაში ჩაღრმავება და დაშვებული შეცდომების მინიმუმ არ განმეორებაა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობა ჩვენი უახლოესი წარსულის ტრაგედიაა, ამიტომ, სანამ რაიმე ტიპის პროტესტი, რამდენად სამართლიანიც არ უნდა იყოს მისი საფუძველი, ექცევა ამ პარტიის ლიდერების კონტროლის ქვეშ, ავლენს პარტიულ მიზნებს, უტევს სახელმწიფოებრიობას და ხდება იმაზე ორიენტირებული, რომ მთავრობაში დააბრუნოს რეჟიმი, ყოველთვის იქნება მარგინალური. ყველა, ვინც საუბრობს ქვეყნის უკეთეს მომავალზე და განვითარების ტემპის ზრდაზე და ახდენს ნაცების რომანტიზებას, იწყებს მათ გათეთრებას და მხარდაჭერას, ან ვერ ხვდება რას უწყობს ხელს, ან ხვდება და უბრალოდ ბოროტად გვატყუებს, ნაცები და უკეთესი მომავალი ოქსიმორონია, შეუთავსებელი მოცემულობებიაამიტომ, ყოველთვის, როდესაც, საპირწონე იქნება ნაციონალური მოძრაობა, გაგვახსენდება სისხლიანი ცხრა წელი, ხოლო მათ, ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ“,-აცხადებს ბაჩო ოდიშარია