სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს თუ რამდენი ჭიქა ყავის მიღებაა დღის განმავლობაში საშიში ჯანმრთელობისთვის. სპეციალისტების თქმით, დღიურად 6 ჭიქაზე მეტ ყავას ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. კვლევის შედეგები ჟურნალ The American Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნდა, ამის შესახებ Focus Online-ი წერს.
მეცნიერებმა ამ თემაზე კვლევა ჩაატარეს და შეისწავლეს 37-დან 73 წლამდე 350 ათასი ადამიანი. კვლევით დადგინდა, რომ დღეში 6 ჭიქაზე მეტი ყავა გულის დაავადებების რისკს 22%-ით ზრდის, ადამიანი ხდება უფრო ნერვული, იზრდება გულზე დატვირთვა და ასევე ინსულტის ან ინფარქტის რისკი.
ამასთან, სპეციალისტების თქმით, ყავის ზომიერი მოხმარება ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს.