ავსტრალიელმა დიეტოლოგმა სიუზი ბარელმა ის პროდუქტები დაასახელა, რომელთა მიღებაც საუზმეზე რეკომენდებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას 7news-ი ავრცელებს.
მისი თქმით, სასურველი არ არის დღის დაწყება პიტას ჭამით, რადგან ამ გემრიელ ნამცხვრებში ბევრი ნახშირწყალია, რაც სისხლში შაქრის დონეს ზრდის. 100 გრამ პიტაში 60-დან 80 გრამამდე ნახშირწყალია.
ასევე საუზმეზე არ არის რეკომენდებული ტკბილი ხრაშუნა მარცვლეულის ჭამა. ისინი მცირე რაოდენობით შეიცავენ დიეტურ ბოჭკოვანს - მას დადებითი გავლენა აქვს მომნელებ სისტემაზე. ეს საკვები განსაკუთრებით მავნე ბავშვებისთვის არის. დიეტოლოგის თქმით, ბავშვები, რომლებიც ხრაშუნა მარცვლეულით საუზმობენ, დილით ტკბილეულის ჭამას ეჩვევიან.
ამის ალტერნატივად დიეტოლოგი უშაქრო მარცვლეულის ჭამას სთავაზობს, ცოტა თაფლის და კენკრის დამატებით. კარგ საუზმედ მიიჩნევა ასევე ტოსტი ბეკონით ან ბოსტნეულით.