დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოებთან დაკავშირებით, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.
მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი პირველ დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო 2 დეკემბერს, ასევე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.