ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ქრონიკასთან” განაცხადა.
„დიდი სურვილი მაქვს პოლიტიკური პროცესი ქუჩიდან გადაიდეს პარლამენტში. ხელისფლებამ უნდა წარადგინოს მისი შეთავაზება, რას გთავაზობს ოპოზიციას
სრულიად ამოვარდნილი კონტექსტიდან ირაკლი კობაიძის განცხადებები – „პოლიტიკურად გვაწყობს თუ ისინი(ოპოზიცია) ქუჩაში დარჩება“ ამ რიტორიკით ნუ ვილაპარაკებ, მე ორივე მხარს მინდა მოვუწოდო, რიტორიკა შეიცვალოს თუ გვინდა, რომ გამოვადნოთ რაღაცა სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის პირელ რიგში.
რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ენ არ ვიყავით ამ მოდელის ინიციატორები და ვიცოდით, რო ბერი რამე საკამათო იყო მოდელში, მაგრამ ამ ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ მხარი დავუჭირეთ გერმანულ მოდელს, ჩავთვალეთ, რომ კონსესუსის მიღწევის საშუალებაა.
ჩვენი თვითმიზანი ის კი არ არის ერთმანეთს გავებუტოთ და ვეჩხუბოთ, ჩვენი მიზანია ნორმალური არჩევები ჩატარდეს ქვეყანაში.
ყველას კარგად ესმის, რომ შერეული სისტემა არის ნებისმიერი ხელისუფლების ხელში ბერკეტი.
ჩვენი ოპონენტი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენი ოპონენტია „ქართული ოცნება“.
„ნაციონალურ მოძრაობას“, ორივე ჯგუფს სააკაშვილ-ბოკერიას 6%-ზე მეტი არ აქვთ. ეს „ქართული ოცნება“ აზვიადებს მათ რეიტინგს.
რასაც ჩვენ ვადევნებთ და რა პროცესსაც ჩვენ უყურებთ, ძალიან სახიფათო ნიშნები ჩანს გარეთ,
ქვეყანაში სამოქალაქო ომის ნიშნებია, ეს ჩანს, მე არ ვაპირებ რამე ვამტკიცო.
და ჩვენ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ. აქამდე არ უნდა მივიყვანოთ ქვეყანა“.