ქართველი ექიმები, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ, ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, რომ მათი კოლეგა ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლდეს.
„დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ერთმანეთის მხარდაჭერა. ჩვენ უკრაინაში მოღვაწე სხვადასხვა პროფილის ექიმები, უმორჩილესად ვთხოვთ მსოფლიო თანამეგობრობას, დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს მთავრობას, უკრაინის მთავრობას, გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი ჩვენი კოლეგის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმისგან“, - აცხადებენ ექიმები.