მას შემდეგ, რაც გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, პოლიტიკური პარტიები მოქმედების შემდგომ გეგმებზე მსჯელობენ.
ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ლეიბორისტების ოფისში ამ წუთებში დიწყო.
ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს და მმართველმა გუნდმა, რომელმაც ოპოზიციასთან შეხვედრა დიპლომატების თანდასწრებით გამართა, განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე მსჯელობის გაგრძელება არ სურს.
შესაბამისად, არც ოპოზიცია აპირებს აქციების შეწყვეტას და პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრძოლა წარიმართება კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ისინი არ მისცემენ ხელისუფლებას საშუალებას მოახდინოს 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლების უზურპაცია.