შიში, რომელსაც ადამიანი ცუდი სიზმრის ნახვის დროს განიცდის, დღის განმავლობაში (სიფხიზლეში) მას სტრესის გატანაში ეხმარება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს. ინფორმაცია Human Brain Mapping-ზე გამოქვეყნდა.
კვლევაში 18 ადამიანი მონაწილეობდა და სპეციალისტები მათი ძილის მიმდინარეობის დროს ტვინში აქტივობებს დააკვირდნენ. როგორც გაირკვა, ცუდი სიზმრის დროს კვლევაში ჩართული ადამიანების თავის ტვინებში გააქტიურდა ის ნაწილები, რომლებიც სტრესზე არიან პასუხისმგებელნი. შემდეგი დაკვირვებების დროს გაირკვა, რომ სიფხიზლეში ტვინის ეს უბნები მიღებულ სტრესზე შედარებით ნაკლებად რეაგირებდნენ, რაც ნიშნავს რომ სტრესის მიმართ ტვინი უფრო მდგრადი იყო.
მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ღრმა ძილის ნაკლებობა ადამიანებს სტრესის მიმართ დაუცველებს ხდის და მათში შფოთვის მაჩვენებლს 30%-ით ზრდის.