"ევროპული საქართველოს" ლიდერი, ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თითქმის ყველაფერი სცადა დსა ახლა "ცდილობენ ტიტუშკებს და გვასაღებენ სამოქალაქო დაპირისპირებად".
"ცადეს სუსის აგენტურა და პროვოკაციები- არ ავყევით ვამხილეთ.
ცადეს სპეცრაზმის ცირკი - ვერ დაგვშალეს მიიღეს უფრო მწვავე პროტესტი
ცადეს დაჭერები - ვერ შეგვაშინეს, თავად ბიძინას წამოცდა თავგანწირვაო
ცადეს რკინის ღობეები- მაინც შევძვერით პარლამენტში, დაიცინენ
ეხლა ცდილობენ ტიტუშკებს და გვასაღებენ სამოქალაქო დაპირისპირებად - მუშტზე მიიღეს ჰიმნი, ცხადია პროტესტი არ დაიშალა, თავად წაბრძანდენ
ეს ყველაფერი ხელისუფლების და არა პროტესტის დასასრულით გვირგვინდება ყველგან და ყოველთვის
ნუ ჩაყვებით ‘საფლავში’ შეშინებულ კაცს!"- აცხადებს დეპუტატი.