საპროტესტო აქცია ქუთაისში დასრულდა. "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმდჯომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით, საპროტესტო აქციები აუცილებლად გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავ.
მისი თქმით, ოპოცია არ არ აპირებს გაჩერებას და ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა.
„აქციები აუცილებლად გაგრძელდება აჭარაში, სამეგრელოში,. მასშტაბური აქცია იქნება თბილისში. ძალიან მწვავედ გაპროტესტდება და არ გამოვრიცხავთ პიკეტს მოსამართლეების დამტკიცების დღეს. არც მთელი ზამთრის, არც ახალი წლის პერიოდში ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას და ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.