ივანიშვილს ვერ მივცემთ ფუფუნებას, რომ რაღაცა ფორმის დიალოგის დაწყების გამო გავჩერდებით, – ამის შესახებ “აიპრესს” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა კითხვაზე, – რა გეგმები აქვს ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების პარალელურად.
„ჩვენი დღის წესრიგი არანაირად არ შეცვლილა. ყველაფერი ძალაში რჩება. მათ შორის პროტესტიც, პიკეტირებაც და ა. შ. ჩვენ ნამდვილად ვერ მივცემთ ფუფუნებას ბიძინა ივანიშვილს, რომ ვინაიდან რაღაცა ფორმის დიალოგი დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავჩერდებით. ჩვენ მხოლოდ მაშინ გავჩერდებით, როდესაც შედეგი იქნება. მანამდე ყველაფერი იქნება ძველებურ რეჟიმში. მათ შორის პიკეტირებაც და საპროტესტო აქციებიც. ასე, რომ ამ დიალოგს ჩვენს გეგმებში ცვლილება ნამდვილად არ შეუტანია”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პოლიტიკოსმა “აიპრესთან” საუბრისას ასევე თქვა: ბურთი “ოცნების” მოედანზეა, ვნახოთ ჩიხიდან გამოსვლისათვის რა შედეგით მოვლენ 1 კვირაში.