„ქართული ოცნებიდან“ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ ხმაურით წამოსული თამარ ჩუგოშვილი აღშფოთებას ვერ მალავს მმართველი პარტიის ახალ ინიციატივაზე, რომელიც მამუკა მდინარაძემ რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა და რომლის მიხედვითაც ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე უნდა ჩატარდეს ძველი სისტემით.
მისი თქმით, ხელისუფლებას სურს ძალაუფლება 2024 წელსაც შეინარჩუნოს.
„უმრავლესობა გევუბნება, რომ ავდგებით და არჩევნებთან ერთად ჩავატარებთ პლებისციტს, სადაც დადგება დღის წესრიგში საკითხი, რომ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ და თუ არ გინდათ მთლიანად მაჟორიტარულზე გადავიდეთ და ასე დადგეს დღის წესრიგში 2024-მდე გარანტირებულად მოგვეცით უფლება გვქონდეს არაპროპორციულად დიდი რაოდენობა მანდატების. ამაზეა ახლა საუბარი“- განაცხადა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ ჩუგოშვილმა.
მისი მოზასდრებით, მმართველ გუნდს მთლიანად მაჟორიტარული სისტემა საერთოდ არ აწყობს, უბრალოდ ივანიშვილის გუნდი ვაჭრობს.
„საერთოდ არ მგონია, რომ მმართველ გუნდს სრულად მაჟორიტარული სისტემა აწყობდეს, მგონია, რომ სავაჭროდ შემოგდებული თემაა. ტექნიკურად ამ ყველაფერს საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, საკონსტიტუციიო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას არ ჰყავს. კონსტიტუციაში ცვლილება შეიძლება განხორციელდეს ორი გზით: ახლა, ერთი მოწვევის პარელამენტში - 113 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს. ან ორ მოწვევაში 100-100 ის. შეიძლება ეს გათვლა აქვს ხელისუფლებას“- დასძინა მან.