ნიკა გვარამიას საქმეზე დღეს მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობების თაობაზე სასამართლოში შუამდგომლობა დააყენეს. აღნიშნულიმ პროცედურის შემდგომ სხდომა გადაიდო რადგან მხარეებსაც და სასამართლოსაც დამატებითი დრო დასჭირდათ პოზიციების ცამოსაყალიბებლად.
საქმე ეხება ინტერმედიას ეპიზოდს, რომელსაც გვარამიამ პროკურატურის ვერსიით, "რუსთავი2"-ის საზიანოდ გადასცა კომერციული უფლებები.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, პროკურატურა არის უსუსური, ის ასრულებს ერთი ადამიანის დავალებას და კომპეტენცია არ აქვთ იმ პროკურორებს, რომლებიც არნიშნულ საქმეს განიხილავენ.
"ძირითადად ჩავერთვები პროცესის იმ ეტაპზე, სადაც შინაარსობრივი საკითხების განხილვა მოხდება. პროცესუალური ნაწილი უფრო ადვოკატების საქმეა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ნაწილშიც ვითარება სრულიად ამაზრზენი და აუტანელია პროკურატურის მხრიდან. ასეთი მოტივირებული პროკურორები რომ ადამიანს პოლიტიკური ბრალი დასდონ სამარცხვინო საყურებელი და გულისამრევია. მრცხვენია, რომ ოდესღაც ამ სისტემის ნაწილი ვიყავი. საქართველოს პროკურატურა არის ქართული სახელმწიფოს შავი ლაქა" - განაცხადა ნიკა გვარტამიამ.