მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია ამბობს, რომ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს გრძნობს.
აღნიშნული განცხადება ბერაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან დაკავშირებით გააკეთა. ენმ-ს წარმომადგენლებმა მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "მონა" უწოდეს.
დაჩი ბერაია ამ ინციდენტს სიტყვიერ დაპირისპირებად არ აფასებს.
"სიტყვიერ დაპირისპირებას ამ პროცესს ვერ დავარქმევდი. ბოლო პერიოდში ვგრძნობ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს ჩემს მიმართ და ალბათ, ეს იყო მიზეზი იმ რეპლიკებისა, რომელიც ჰქონდა ჩემს მიმართ"