15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"უპირველესად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის არასრულწლოვნის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობასსახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან და დაინტერესებულია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მიმართ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება",-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
არასრლწლოვანი ბიჭი კორპუსის სახრავიდან პოლიციელის მხრიდან სავარადო ზეწოლის გამო 11 დეკემბერს გადახტა. მოზარდის ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.