ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისი Facebook-ში წერს:
“ცხოვრება მაინც უფლის უდიდესი საჩუქარია, რომელსაც ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, როცა ერთხელ ძაან ცუდად ვიყავი და წვეთი წყლის დალევაზე ვოცნებობდი, მაშინ მივხვდი სიცოცხლის ფასს, მერე როცა სევდა ან ტკივილი მოსვენებას მაკარგვინებდა ვიხსენებდი ერთი ქართველი მწერლის სიტყვებს “სიკვდილს სიფათში ვენაფაზები” ჩავიცინებდი ჩემთვის და ვბაძავდი მას.
ზუგჯერ შეიძლება რომ ვსუნთქავ ისიც მტკიოდეს მაგრამ როცა ვხედავ თბილი სახით როგორ ჩამივლიან სრულიად უცნობი ადამიანები ვხვდები რომ ამად ღირს სიცოცხლე, ნაცნობებიც ხო გვყავს, საყვარელი საქმით თუ არა ერთი თბილი სიტყვით მაინც ხო შეგვიძლია შევცვალოთ ვიღაცის სევდა სასიამოვნო წამად, ჰოდა ამადაც ღირს სიცოცხლე, უბრალოდ არის ხოლმე მცდარი აზრი გავრცელებული საზოგადოებაში რომ სიხარული სიმდიდრეს მოაქვს დამიჯერეთ ეს ესე არაა, როგორც ყველაფერს ცხოვრების მშვენიერების დანახვას ცოდნა სჭირდება, თუ ოდესმე არ გტკენია ამას ვერ მიხვდები, აი გიმხელთ გულის ნადებს და გეუბნებით, რომ მხოლოდ ამიტო ვარ ესეთი, მადლობა რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში”, – წერს სიმონ პეტრადისი.