თანასოფლელებს ინფორმაციით, ახალგაზრდა მშვიდი და გაწონასწორებული იყო, მას დადებითად ახასიათებენ პედაგოგებიც.
,,გუშინ ღამით გავიგეთ მომხდარის შესახებ, გაოცებულები ვართ. ამბობენ, რომ სკოლაშიც კარგად სწავლობდა, გაწონასწორებულ და მშვიდ ახალგაზრდად ახასიათებენ. ზუსტი მიზეზი არავინ არ იცის, მაგრამ ერთ-ერთ ვერსიად თამაში ,,ლურჯი ვეშაპი,, განიხილება.,,- განუცხადა ,,აიპრესს” გარდაცვლილის თანასოფლელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.