მთავარი ჯოკერი ხალხს და ოპოზიციას უჭირავს ხელში”,- ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.
“ივანიშვილმა სამართლიანი არჩევნები მოიპარა. ჩვენ კი უნდა დავაბრუნოთ სამართლიანი არჩევნები. ივანიშვილი გვიბიძგებს გავიდეთ კონსტიტუციის ფარგლებიდან. ჩვენ ვცდილობთ ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციის ფარგლებში. კონსტიტუციის მიხედვით არჩევნები პროპორციულია. ერთი გამონაკლისი იყო 2020 წლის არჩევნები. ივანიშვილმა იცის რომ ხაფანგშია. მთავარი ჯოკერი ხალხს და ოპოზიციას უჭირავს ხელში. შესაბამისად, ხაფანგში რომ ჩავარდება დათვი ფართხალებს და ტორავს, აი ესე იქცევა “ქართული ოცნება”.
ქვა აღმართშიც ეწევა, მთელი 7 წლის განმავლობაში სიცრუე საზიზღრობა, უზრდელობა, რაც დააგროვა ერთიანად გასკდა და გადმოხეთქა დამბასავით. “,-ამბობს გიგი უგუალავა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები ბათუმში რამდენიმე ადგილას შეიკრიბებიან და მსვლელობით “ვარდების მოედნის” მიმართულებით დაიძრებიან.
აქციის მონაწილეები მოთხოვნა უცვლელი რჩება – “ქართულმა ოცნებამ” შეასრულოს დაპირება და ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელი დამკვიდრდეს.
ქუთაისის შემდეგ, ეს არის რიგით მეორე აქცია, რომელსაც ოპოზიცია ბათუმში მართავს.