” დემოკრატიულ ოპოზიციაში ყველა გაერთიანებას მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ.”,-აღნიშნავს “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია ჟურნალისტებთან საუბრისას.
“დემოკრატიულ ოპოზიციაში ყველა გაერთიანებას მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ. შანსებს წყვეტს ამომრჩეველი და ქართველი ხალხი. ჩვენი საერთო ამოცანაა, ეს პოლიტიკური ჭირი მოვიშოროთ მშვიდობიანად, რასაც ივანიშვილი და მისი კლოუნები ჰქვია,” – აღნიშნავს “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია.
ცნობისთვის, დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დაფუძნდა.
პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძეა.
პარტიის დამფუძნებლები ასევე არიან „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები.