საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კარლეპონეში კათოლიკური შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მსახურების დროს მინიმუმ 21 ადამიანი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP ადგილობრივ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტაძარში მაშველები და მედიკოსები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც რამდენიმე ადამიანმა თავის ძლიერი ტკივილი იგრძნო. ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერთი მათგანი ლილიას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე კი გაშას სამედიცინო დაწესებულებაში. სამედიცინო დახმარება ასევე 19 ადამიანს დასჭირდა. ტაძრის შენობიდან დაახლოებით 150 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
წინასწარი მონაცემებით, მოწამვლის მიზეზი იყო ნახშირორჟანგი – ნახშირბადის მონოქსიდის ტოქსიკური ნაერთი. მაღალი კონცენტრაციის დროს, ის პარალიზებასა და ცნობიერების დაკარგვას იწვევს. მომხდარ ფაქტს ქვეყნის პროკურატურა იძიებს.