ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა, ლევან გაფრინდაშვილი ჟურნალისტებთან ნკომენტარს აკეტებს და აცხადებს, რომ ექიმის გათავისუფლება მოულოდნელი იყო.
"პირველად, დღეს დილას ვნახეთ სახლში. იქ, ნორმალურად ექცეოდნენ, არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. თავს ნორმალურად გრძნობს, ჯანმრთელობის მხრივ მშვენივრად არის. დანარჩენს დაწვრილებით ბრიფინგზე, ალბათ, თვითონ იტყვის. მისი გათავისუფლება, აბსოლუტურად, მოულოდნელი იყო. არავის გავუფრთხილებივართ, წინასწარ არვის არაფერი უთქვამს".
რაც შეეხება ოსური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა პატიმრობიდან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ლევან გაფრინდაშვილი პასუხობს და აცხადებს რომ მას არაფერი უღიარებია.
"მას არაფერი უღიარებია. თვითონ წერილი მისწერა, მაგრამ აღიარება ნამდვილად არ არის იმ წერილში. იმათი ოფიციალური, საბოლოო დასკვნა არ გვაქვს. ამ წერილში აღიარება არ არის, დანარჩენს, ყველაფერს ვაჟა მოგახსენებთ", - აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა.
ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თითქმის ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.