ვაჟა გაფრინდაშვილი ამ წუთებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესკომნერენციას მართავ და მის გათავისუფლებაზე საუბრობს.გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ის გრძნობდა უდიდეს მხარდაჭერას.მისი თქმით, იზოლატორში გადაყვანის დღიდან იგი იღებდა გზავნილებს მეგობრებისგან.
"იზოლატორში გადაყვანის პირველივე დღიდან იყო გზავნილი, ჩემმა მეგობარმა ექიმმა, გამომიგზავნა მისი მეგობრის საშუალებით გამომიგზავნა გზავილი, პირველ დღეებშ ძალიან ბევრი გზავნილი იყო, შემდეგ შეწყდა" - აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი.
ექიმი აცხადებს, რომ მისი თავისუფლებაში წვლილი მიუძღვის მთელ საქართველოს.
"ჩემს გათავისუფლებაში ყველას მიუძღვის წვლილი, მე ვერ გამოვყოფ ცალკეულ ადამიანებს. მე ვიცი, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს, ჩემს მეგობრებსა და ყველა თქვენგანს. ამისთვის ყველას დიდ მადლობას გიხდით" - აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი.