სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ წირვის შემდეგ სულიერი ტაძრის მნიშვნელობაზე იქადაგა.
ილია მეორეს თქმით, დღეს წმინდა ანგია ხსენების დღეა, რომელიც უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო, ის ხალხს მიმართავდა: "თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო".
"დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი. ის უკანასკნელი წინასწარმეტყველია. ანგია მიმართავდა ებრაელ ხალხს, რომ თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და საოცრად დაგვეხმარა, საოცარი ტაძრები აშენდა საქართველოში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, წმინდა ანგიას რომ შეგვეწია.
უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ სულიერ ტაძარზე, რომ ვაშენებთ ხილულ ტაძრებს, უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში. უნდა ვიფიქროთ, აღმა ვეშვებით თუ დაბლა. ღმერთი გვეხმარება და ავდივართ მაღლა. შეგეწიოთ წმინდა ანგია წინასწარმეტყველი და დაგვეხმაროს სულიერი ტაძრის მშენებლობაში" - განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.