მიხეილ ჩხენკელმა ინგლისურენოვანი სამტომეულის "Georgia. History. Culture. Ethnography" პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა"
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ქართული კულტურის ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს გაუსვა ხაზი.
"ყველა ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს აგროვებს და თვალისჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. სწორედ ასეთი ადამიანია ჩვენი ლოტბარი – ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. ასეთია ჩემთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმის კეთების გარანტად დგას.
პოლიფონიური ნიმუშების შეგროვებაზე გამახსენდა ძალიან მნიშნელოვანი და საინტერესო ისტორია, რომელიც დაკავშირებულია საგურამოში, ჯიღაურას უნიკალურ მეურნეობასთან. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს ამის შესახებ. იქ ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა "ქართუმ" შეაგროვა და გადაარჩინა უნიკალური ქართულივაზის ჯიშები. როგორც ვიცი, ზოგიერთი მათგანი თითო ძირიღა იყო დარჩენილი. დღეს ქართველ მომავალ თაობას შეუნარჩუნდა ეს მემკვიდრეობა. როცა წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, ბიძინა ივანიშვილი ახარებდა მას, ნერგებს უფასოდ არიგებდა და ამ უდიდესი მემკვიდრეობის შენარჩუნებას ეხმარებოდა!მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ დღეს აგრძელებს ექვთიმე თაყაიშვილის საქმეს!" – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ინგლისურენოვანი სამტომეულის "Georgia. History. Culture. Ethnography" (საქართველო – ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია) პრეზენტაციაზე.
ინგლისურენოვანი სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ.
მას ერთვის აუდიო-ვიდეო მატარებელი ("Flash-drive"), სადაც შესულია 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუში.