თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, თურქეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე დგინდება.
"შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ქალაქ ანკარასა და ქალაქ სტამბოლში. ისინი ოპერატიულ კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართლადამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის ასევე 3 მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მათი მოქალაქეობა დგინდება",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.